სასტუმროთა სამყარო განუმეორებელი, კონსერვატიული და მართლაც ულტრათანამედროვეა.
სასტუმროს ინდუსტრია, როგორც ეკონომიკის სექტორი, რომელიც მოიცავს თანამედროვე სასტუმრო პროდუქტის წარმოებას, წინ წაწევასა და რეალიზაციას, ჩამოყალიბდა XX საუკუნის მე-2 ნახევარში. ამრიგად, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში დაიწყო კარდინალური ცვლილებები სასტუმროს ბიზნესში.
XIX - XX საუკუნეების დასაწყისში, სასტუმრო ჯერ კიდევ ინდივიდუალური საოჯახო საწარმოა, სასტუმრო მომსახურების სფეროს ინდუსტრიალიზაციის შედეგად, შეიქმნა მსხვილი, ტექნიკურად და ტექნოლოგიურად კარგად აღჭურვილი სასტუმრო კომპლექსები, კორპორაციები, ქსელები, რომლებიც აერთებენ ათასობით სასტუმროს მთელს მსოფლიოში.
სერიოზული ევოლუციური ცვლილებები განიცადა არა მხოლოდ სასტუმროთა მართვის
პრინციპებმა და მეთოდებმა, არამედ თვით სასტუმრო პროდუქტმაც. იგი გახდა
მაღალტექნოლოგიური და მომხმარებელზე სრულად ორიენტირებული.
პირველი სასტუმროები
საინტერესოა იმის ცოდნა, საიდან იღებს სათავეს სასტუმროს ფენომენი და განხილვა სასტუმროებისა, რომლებიც ისტორიას შემორჩნენ, როგორც პირველი სასტუმროები.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსები არიან იაპონელები, რომელებიც ერთ-ერთი პირველნი არიან სასტუმროს ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში. სწორედ იაპონიაში დაფუძნდა პირველი სასტუმრო ჩვ.წ 705 წელს (კეიუნების ეპოქის მეორე წელს). სასტუმრო დააარსა ფუჯივარა მაჰიტომ. იმის გამო, რომ სასტუმრო დაარსდა კეიუნის ერაში, მას ეწოდება "კეიუკანი". სასტუმროსთან ძველი დროიდანვე მოედინება ცხელი წყლის უწყვეტი წყარო. იგი მდებარეობს მთის სიღრმეში კაის რეგიონში. "კეიუნკანი" დღემდე არსებობს და ამასთანავე დიდი პოპულარობით სარგებლობს თავისი სტუმართმოყვარეობით. სასტუმროს შესახებ დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები იხილეთ ბმულზე: https://www.tripadvisor.com/Hotel_Review-g1121178-d1126599-Reviews-Keiunkan-Hayakawa_cho_Minamikoma_gun_Yamanashi_Prefecture_Chubu.html

სასტუმრო "კეიუნკანი"
ამას გარდა, ცნობილია მეორე უძველესი სასტუმრო "რიოკანი ჰოში", რომელიც ჩვ.წ. 718 წელს გაიხსნა და მას ერთი და იგივე გვარის 46 თაობა მართავს.
სასტუმროს შესახებ დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები იხილეთ ბმულზე:
https://www.booking.com/hotel/jp/hoshi-ryokan.ru.html
სასტუმროს შესახებ დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები იხილეთ ბმულზე:
https://www.booking.com/hotel/jp/hoshi-ryokan.ru.html
ევროპის პირველი სასტუმრო
სასტუმრო zum roten bären
ფრეინბურგი, გერმანია
გაიხსნა 1120 წელს. ის არის ყველაზე ძველი სასტუმრო
ევროპაში, უფრო ძველი, ვიდრე თვითონ ქალაქი. სასტუმრო მომსწრეა შავი ჭირის, რევოლუციების,
ფერმერტა აჯანყებების, პირველი და მეორე მსოფლიო ომის. მცირე ხნით ის მიეკუთვნებოდა
საფრანგეთს. სასტუმრო ატარებს იმავე სახელს, რაც პირველად დოკუმენტებში გამოჩნდა
1387 წელს და ის კვლავაც ინახავს ორიგინალურ ნამუშევრებს და ინარჩუნებს ძველ არქიტექტურას.
სასტუმროს ფასები და მის შესახებ რეკომენდაციები, შეგიძლიათ
იხილოთ ბმულზე:
CITY HOTEL
ნიუ-იორკი
პირველი სასტუმრო შეერთებულ შტატებში, რომელიც სასტუმროს
ფუნქციით აშენდა, იყო „City
Hotel”, რომელიც გაიხსნა ნიუ-იორკში 1794 წელს. 73 ოთახით ის
მიჩნეული იქნა, როგორც ყველაზე დიდი საკუთრება. გარდა ოთხებისა, სასტუმრო სთავაზობდა
სტუმრებს საკონფერენციო ადგილებს და ამგვარად ის გახდა ქალაქის სოციალური ცენტრი.

No comments:
Post a Comment