Monday, April 16, 2018

თბილისის ძველი სასტუმროები

ძველი თბილისის სასტუმროები არის იმ ისტორიის ნაწილნი, რომლებიც მოგვითხრობენ არა მხოლოდ შენობის და არქიტექტურის, არამედ თავად ქალაქზე და სასტუმროში დროებით ჩასულ თუ მუდმივად მცხოვრებ ადამიანებზე.სასტუმროში მცხოვრები სტუმრები აკეთებდნენ ჩანაწერებს იქ არსებული პირობების შესახებ, მომუშავე პერსონალზე ზოგადად, მთელი ქალაქის შესახებ.

ძველ დროში, რუსეთის საქართველოში შემოსვლამდე, თბილისში სასტუმრო არ ყოფილა. ამ ქალაქში ქარვასლას რომ უწოდებდნენ, იქ სახლდებოდნენ ხოლმე ვაჭრები, ხოლო საპატიო სტუმრებს მასპინძლები თავიანთ სასახლეში იღებდნენ. სასტუმრო, ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით, მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.
ძველ თბილისში პირველი სასტუმრო 1818 წელს გაიხსნა.ამ სასტუმროს დამფუძნებელი იყო ვინმე ფრანგი ჟან პოლი, მისი გვარი უცნობია. ის იყო ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცი, რომელიც ტყვედ ჩავარდა რუსეთში, შემდგომ ვიღაც გენერალს ჩამოჰყვა თბილისში და უკან აღარ დაბრუნებულა.რჩევის საფუძველზე მან დააფუძნა სასტუმრო კალაშიიმდროინდელ "ტალახიან ქუჩაზე",რომელსაც ამჟამად ალექსანდრე დიუმას ქუჩა ეწოდება. ეს სასტუმრო ტრაქტირის ტიპის ყოფილა, სადაც რესტორანი და გასაქირავებელი ოთახია ამავე დროს. თავიდან სასტუმროებს ძირითადად ამ სფეროში გამოცდილი ევროპელები ფლობდნენ და სტუმრებსაც სრულფასოვან სერვისს სთავაზობდნენ. თბილისური სასტუმროების ისტორია ერთი იმ ხიდთაგანია, რომლებიც საქართველოს ისტორიას ევროპის ისტორიასთან აკავშირებს.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სასტუმროს ბიზნესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი მეწარმეები, ასევე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ პირველ სასტუმროებს თბილისში მცხოვრები ევროპელები ხსნიან, მათ შორის არიან გერმანელები. მათ უკავშირდება სასტუმროები: მადერი, ვეტცელი, ლონდონი და სხვა




სასტუმროზე მოთხოვნილება იყო უცხოელებში. შესაბამისად, ეს ამბავი იცოდნენ ისევ აქაურმა უცხოელებმა და ისინი ხსნიდნენ სასტუმროებს. პირველ სასტუმროებში როგორც მმართველები და მომსახურე პერსონალი, ასევე კლიენტურაც არიან მთლიანად ევროპელები.

სასტუმრო "ლონდონი"



XIX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, თბილისის სასტუმროები უკვე ვითარდებოდა. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ სასტუმრო „ლონდონი“. მას გერმანელები ამუშავებდნენ, კერძოდ კი რიხტერების ოჯახი. უამრავი მოგზაური ახსენებს ამ სასტუმროს და მხოლოდ და მხოლოდ - ეს იყო დადებითად. თითქმის ყველა ამბობს, რომ ეს იყო საუკეთესო სასტუმრო კავკასიაში. ერთი იმასაც ამბობს, მსოფლიოში არ მინახავსო ასეთი კარგი სასტუმრო. სასტუმრო „ლონდონის“ სტუმარი იყო ცნობილი ნორვეგიელი მწერალი - კნუტ ჰამსუნი. სასტუმრომ იარსება ორმოცი წელი.

სასტუმრო "ვეტცელი"


მე-XIX საუკუნის ბოლომდე თბილისში შენობები სპეციალურად სასტუმროსთვის არ იყო განკუთვნილი, სასტუმროს გახსნის მსურველი ქირაობდა საუკეთესო შენობას და მას ამუშავებდა. წყაროების ცნობით, პირველი შენობა, რომელიც სპეციალურად სასტუმროს დაეთმო, იყო „ვეტცელი“. იქ იყო რესტორანი, საბილიარდო, ტექნიკური ბლოკი, თეატრიც კი ჰქონდა თავისი.



"ვეტცელის" შემდგომ აშენდა სასტუმრო "მერიოტი", ყოფილი "თბილისი", ხოლო მასზე ადრე, სასტუმროს ერქვა "მაჟესტიკი", ის არის ერთადერთი ძველი სასტუმროა, სადაც დღესაც სასტუმროა. ბევრი შენობა, რომელშიც სასტუმრო იყო, დაინგრა ანდა საცხოვრებლად გადაკეთდა, ზოგიერთი კი სახელმწიფო და სხვადასხვა ორგანიზაციებს უკავიათ.



ბლოგი მომზადებულია დავით ხოშტარიას წიგნის "თბილისი - ძველი სასტუმროები" მიხედვით




No comments:

Post a Comment