ამ სიახლეების ავტორი იყო აღნიშნული სასტუმროების მფლობელი, სასტუმრო ბიზნესის გამოჩენილი სპეციალისტი და ორგანიზატორი, ამერიკელი ელსუორთ სტატლერი.
მას შემდეგ გავიდა ერთი საუკუნე და მსოფლიოში გადაიშალა ულტრათანამედროვე
სასტუმრო კომპლექსების პანორამა, დამუშავებისა და რეალიზაციის პროცესშია ახლი, თითქმის
ფანტასტიკური პროექტები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია კატარი.
ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ორ
ხმალდახმალ შებმულ, ნახევარმთვარის
ფორმითაა აგებული. იგი ძირითადად იმ
გულშემატკივართა და ოფიციალური
პირებისათვისაა განკუთვნილი, რომლებსაც
უმასპინძლებს ყატარი 2022 წლის ფეხბურთის
ჩემპიონატზე.
სასტუმროს შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.katarahospitality.com
მოტივტივე სასტუმროებისა და მდიდრული ვილების პროექტის ავტორი არის არქიტექტურული კომპანია Sigge Architects. ისინი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის განლაგდებიან დოჰას სანაპიროსთან.
პროექტის მიხედვით, სანაპირო ვილებისა და მოტივტივე სასტუმროების რიგი, რომელიც 25 ათას ადამიანზეა გათვლილი, ვიზუალურად კუნძულივით იქნება განლაგებული.
Morphotel

წყალზე მოტივტივე სასტუმროსა და ყველაზე ნელი საკრუიზო ლაინერის ნაჯვარია, რომელსაც Morphotel-ი უწოდეს. მისი კონსტრუქციის საფუძველია მოქნილი „ხერხემალი“, რომლის მეშვეობითაც მთელი კონსტრუქცია შეძლებს ფორმის შეცვლას, რათა შეეგუოს ამინდის პირობებს ან დაუბრკოლებლად შევიდეს საზღვაო პორტების შეზღუდულ აკვატორიაში
Doha's Silver Pearl hotel
ულტრათანამედროვე სასტუმროების მშენებლობაში დაწინაურდა ასევე აზერბაიჯანი, მათ შორის ცნობილია ბაქოს ცეცხლოვანი კოშკები ცნობილი არქიტექტორის - ზაჰა ჰადიდის ნახელავია. ის ბაქოს ყველაზე თანამედროვე და დიდი შენობაა. ღამით გარე განათება ირთვება და ხან აზერბაიჯანის დროშით მორბენლებს აჩვენებს, ხან ცეცხლის ფერებში ელვარებს
ბაქოს ცეცხლოვანი კოშკები
სამხრეთკორეული სასტუმროს
"Full Moon Bay" პროექტი
მაღალი კატეგორიის თანამედროვე სასტუმრო კომპლექსები სთავაზობენ მომხმარებელს დამატებითი მომსახურების იმდენად ფართო სპექტრს, რომ მათ შეარქვეს „ქალაქი დროებითი ბინადრობის ადგილას“.
ბლოგი მომზადებულია კონსტანტინე აბულაძის "სასტუმროს საქმის საფუძვლების" მიხედვით





No comments:
Post a Comment